წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU), მიმდინარე წლის 28 მაისს, გაიმართა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (NextGen Business Forum), რომელიც ჩატარდა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, USA) პარტნიორობით. ფორუმმა გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური სფეროს, მთავრობისა და წამყვანი ბიზნეს ინსტიტუციების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე ბიზნესისა და ეკონომიკის აქტუალური მიმართულებები:
ბიზნეს განათლების მომავალი
ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი
სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა
ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა
ფორუმის მთავარ პანელზე მონაწილეობა მიიღო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი ხედვები ბიზნეს განათლებისა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
NextGen Business Forum-ი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა აკადემიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების მიმართულებით.
